რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ, მოცემულობით – „ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა“ და თავგანწირული სლოგანით „მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს გუშინდელზე ორჯერ მეტი ხალხი შეუკრიბეს სალომეს. ანუ მათი დათვლით, 400 ათასი ადამიანი.
რომ ვთქვა, რეალურად ექვსი ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000.
ისე, რას უშვებიან თავიანთ მომხრეებს, მოდელირებულ ცხოვრებას სთავაზობენ, მოცემულობით – „ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა გაყალბდა“ და თავგანწირული სლოგანით „მაიმუნს არასდროს ერქმევა ობეზიანა““, – წერს მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“.