„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა:

„გაყალბების ისეთი კონკრეტული ფაქტები დადო სალომე ზურაბიშვილმა, მოგვცელა. უტყუარად დამტკიცდა სამასიდან-ოთხასიათასამდე ხმის გაყალბება. ასევე დამტკიცდა, რომ აქტივობა იყო არა ორ მილიონზე მეტი, არამედ მილიონშვიდასიათასი, რიგები უბნებზე კი - მოჩვენებითი.

აქამდე რატომ არ თქვეს სხვებმა, ვერ ვხვდები… ან თენგოს რაღა დაემართა.

აი ეს რომ გჯერა, სახლში როგორ უნდა გაჩერდე ადამიანი, არ ვიცი მოკლედ… ყველანი კარვებში!!!

მოთხოვნას რაც შეეხება - სალომემ, პარლამენტიც დარჩეს, პრემიერიც, ოღონდ მეც დამტოვეთო,"- წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე. 

სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და უმოკლეს ვადაში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოდის.
 
ცოტა ხნის წინ, ათონელის სასახლეში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საჭიროა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ცვლილებები კოდექსში და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს არც მოქმედ მთავრობას და მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება არ უნდა მოხდეს.
 
სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მოსახლეობას საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს. ასევე პრეზიდენტს ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ, ათონელის სასახლეში ჩატარებულ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერით საჭიროა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ცვლილებები კოდექსში და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს არც მოქმედ მთავრობას და მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება არ უნდა მოხდეს. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე მოსახლეობას საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და განაცხადა, რომ საზოგადოებამ ბრძოლა უნდა განაგრძოს. ასევე პრეზიდენტს ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით.