მიხეილ სააკაშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვითდაზიანების პროცესშია და სპეკულირებს იმ თემით, რომ ის ვერ ჭამს და გახდა. თუ ვერ ჭამს, გადასხმა გაიკეთოს, მარტივი ამბავია, ბევრჯერ დავსვით ეს საკითხი და არც ერთხელ გამოხმაურება არ ყოფილა ამ კონკრეტულ მესიჯზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ აგრძელებს თვითდაზიანებას.
„სინამდვილეში, მშვენივრად ჭამს და, უბრალოდ, ეს არის სპეცოპერაცია სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ჩემი აზრით, გარკვეულ რისკებზე მიდის. ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ამაში ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები, რიგ შემთხვევაში უახლოესი გარემოცვიდან, ვისაც მასთან საკვები უნდა შეჰქონდეს. სიუჟეტი ვნახე ერთ-ერთ არხზე, რომ სააკაშვილის დედა აჩვენებდა საკვებს, რაც იქვე ჩანდა, რა კალორაჟის იყო, რასთან გვქონდა საქმე. ეს იყო გამაოგნებელი. დამნაშავე პრეზიდენტი აგრძელებს თვითდაზიანებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.