ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მისი რჩევები ფასდაუდებელია, მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ საუბრისას.
მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის კონსულტაციები, რჩევები და ჩართულობის ხარისხი ისეთი ვერ იქნებოდა, როგორც ის ამას მოახერხებს საპატიო თავმჯდომარის ამპლუაში.
„ძალიან ბუნებრივი ამბავია, იმიტომ რომ სად ახლა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანის მიერ რჩევების მიცემა 2-3 ადამიანისათვის და სად მისი უშუალო ჩართულობით კონსულტაციების გამართვა, აბსოლუტურად განსხვავებული ხარისხის იქნება და მან, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორად მიიჩნია საჭიროდ, რომ აი ამ ფონზე და ამაზეც ილაპარაკა მან, წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ საუბარია აბსოლუტურად მოშლილ ოპოზიციაზე, მავნებლობა ფუნქცია არ არის და სხვა ფუნქცია ოპოზიციას ამ ქვეყანაში არ აქვს, ამ ფონზე ჩნდება სხვადასხვა გამოწვევები და იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, როდესაც ეს გამოწვევები ერთმანეთს ემატება ბუნებრივია პერმანენტული ჩართულობა, პერმანენტული კონსულტაციები განსხვავებულ ხარისხს ქმნის ამ ყველაფრისას და ამის გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული.“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.