ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით „ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ“ იმხელა შოკი მიიღო, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ალენ ბერსეს არც „არალეგიტიმური მთავრობა“ და არც „რუსული კანონი“ არ უხსენებია.
„ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციით იმხელა შოკი მიიღო „ერთიანმა ნეოფაშისტურმა მოძრაობამ“, რომ მათი ტელევიზია გენმდივნის სიტყვების გაყალბებასაც კი არ მოერიდა. ალენ ბერსეს არც „არალეგიტიმური მთავრობა” უხსენებია და არც „რუსული კანონი”, – წერს მამუკა მდინარაძე.