"ახალს" რომ დაირქმევ ასეთი ძველი და ბნელი, ხარ პოლიტიკური თაღლითი. ერთადერთი, ვინც ბარიერს უახლოვდება ესენი არიან და „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერს გარანტირებულად ლახავს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი კონკურენტი სამწუხაროდ, კვლავ „ნაციონალური მოძრაობაა“.
"სხვა ვერცერთი ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. გვარამია-მელიას გაერთიანება რაის „ახალია“? პარტიის სათაურშივე ტყუილია - .„ახალს“ რომ დაირქმევ ასეთი ძველი და ბნელი, ხარ პოლიტიკური თაღლითი. ერთადერთი, ვინც ბარიერს უახლოვდება ესენი არიან და „ნაციონალური მოძრაობა“ ბარიერს გარანტირებულად ლახავს. გახარია ბარიერს ვერ უახლოვდება და ამიტომ ერთიანდებიან ახლა „ლელოს“ საფარქვეშ, რომ ეს თითო პროცენტიანები დაემატონ და იქნებ გადალახონ, მაგრამ ვერ ისწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით იქ ჯამი იცვლება. პოლიტიკური ანგარიში ეს არის - 2 სამპროცენტიანი პარტია რომ არის, მათი ერთობა ავტომატურად 6%-ს არ ნიშნავს“, - განაცხადა მდინარაძემ.