რისი მტკიცებულებაც არ არსებობს ის ჰაერიდან ვერ გაჩნდება, 50 ათასი კაცი სად იყო იმ დღეს 300 ათასი ხმა რომ ყალბდებოდა მათი ლოგიკით, სად იყო 50 ათასი კაცი, ეძინათ?,- განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„ქვეყანაში იყო მინიმუმ 50 ათასი ადამიანი სუბიექტურად დაინტერესებული, რომ რაღაც აღმოეჩინათ. აქედან 25 ათასი მათი კომისიის წევრი იყო და ერთი რეალური მტკიცებულება არ ამოვარდა?
ახლა დაიწყეს ფარულობაზე საუბარი ქაღალდი მიიტანა ცესკოს სტამბაში ვიღაცამო, გაგიჟებულები არიან.
იქ ვიღაც მწვანე პიჯაკიანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც ამბობდა რომ იქ მდიდარი ქალი იჯდაო, მილიონერიო, დიდი ოქროს ბეჭდები ეკეთაო, უღიმოდა ყველას და ამით აიძულებდა „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემასო. რომელიღაც ტელევიზიაში ისხდნენ და სერიოზულად ლაპარაკობენ ამაზე. ამ უბედურებას აჯერებენ ხალხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.