კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-ში სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგს და წინააღმდეგობის გაწევას.
მისივე თქმით, ამ ფონზე, "ქართული ოცნება" ანაკლიას ჩინელებს აძლევს, პორტის პროექტში კი უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და ეს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ეკონომიკურ ინტერესშიცაა.
"აშშ-ის სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგისა და წინააღმდეგობის გაწევას, რასაც კანონმდებლები უწოდებენ პირდაპირ საფრთხეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესებისთვის. ამასობაში, "ქართული ოცნება" ანაკლიას ჩინელებს აძლევს. ანაკლიის პროექტში უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები და მხოლოდ მათი ჩართულობითაა შესაძლებელი ანაკლიის საუკუნის პროექტის განხორციელება. გვაქვს შანსი, გავხდეთ დიდი სავაჭრო გზების შემკრები კარიბჭე, სადაც ასეულ მილიარდიანი საქონელბრუნვაა შესაძლებელი. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება ქვეყნის ღალატის ტოლფასი ქმედებაა!" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.