"შემიძლია მეგობრებს და ჩვენ მაყურებელს გთხოვოთ, აიღეთ ChatGPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი, ქართულად ან ინგლისურად ჩაწერეთ, მაგალითები მოგცეთ, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. ამოგიგდებთ წლების მიხედვით, ქვეყნების მიხედვით, პარტიების მიხედვით, რომ არჩევნებში არმონაწილეობა პარტიებისთვის ნიშნავს კაპიტულაციას. - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. 

"ჩვენ, ქართველებმა ხომ უნდა ვისწავლოთ რაღაცის მაგალითზე?! ვიღაცის შეცდომაზე რაღაც ხომ უნდა ვისწავლოთ?! ყველაფერში ჩვენ ხომ არ უნდა წავიტეხოთ კისერი?! შესაბამისად, ვერ მომიყვანთ მაგალითს, ვენესუელიდან დაწყებული, ნებისმიერი ქვეყნიდან. მე არ მგონია, რომ ჩვენ ქვეყანაში გამორჩეული პოლიტიკური კულტურაა" - განაცხადა  მამუკა ხაზარაძე "ტვპირველის" ეთერში.