დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრი, პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:

"დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა.

ყველგან გავიმარჯვებთ!!

დღეს სააპელაციო სასამართლოსთან ვიკრიბებით 3 სთ-ზე, ბრძოლა გრძელდება!

P.S. პროკურატურაში მისვლას რა თქმა უნდა არ ვაპირებ! შევხვდებით მაგისტრატ მოსამართლესთან!! - წერს მამუკა ხაზარაძე.