პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“ წინასაარჩევნო პერიოდი შეაფასა.

„ზოგიერთი აქტორის მხრიდან არჩევნებზე გავლენის მოხდენა კი არა, პირდაპირ ჩართულობას ვხედავთ. საინტერესო განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა. პირდაპირ, ღიად განაცხადა, რომ მას ჰქონდა კონსულტაციები ევროკავშირის ელჩთან და ისეთ მდგომარეობაში ჩააგდო ევროკავშირის ელჩი, რომ მას მოუწია უარი ეთქვა ან გაენეიტრალებინა ეს მოცემულობა.

ერთია, რა განცხადება გააკეთა ევროკავშირის საელჩომ, რა თქმა უნდა, ღიად არავინ იტყვის, ამას პირდაპირ არავინ აღიარებს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან რომელიმე მხარეს უჭერს მხარს, თუმცა, ვხედავთ, არც ბრმები ვართ, არც ყრუები. კარგად ვხედავთ, გვესმის, თუ რა მოვლენების ეპიცენტრში ვართ - რა ხდება ბრიუსელში, რა ხდება სხვადასხვა ქალაქში და გვესმის, რამხელა აქტივობაა საქართველოს არჩევნების გარშემო. ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია, ვნახეთ სხვადასხვა განცხადება და რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზანი, ადვილი ამოსაცნობია. ვერავინ მოტყუვდება, ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოქალაქეები“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.