საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, საგარეო უწყებისა და ქართველი დიპლომატების მთავარი ვალდებულება ქვეყნის ინტერესების დაცვა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენაა საერთაშორისო ასპარეზზე.
„პირველ რიგში, გილოცავთ, ვულოცავ დღევანდელ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ვუსურვებ ერთიან, თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას, რომლისთვისაც შრომა და ცხოვრება არავის არასდროს არ უნდა დაგვზარდეს. ნამდვილად საგარეო უწყება ის უწყებაა, რომლის ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესების დაცვა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რა თქმა უნდა, დიპლომატებს განსაკუთრებით აქვთ ჩვენი სამშობლოს მოვლის და წარმოჩენის ვალდებულება, რასაც ვფიქრობ რომ კარგად და წარმატებით ახორციელებენ. განსაკუთრებით ფაქიზია ყველა ის ფასეულობა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ და მნიშვნელოვანია მათი სწორად დაცვა. დღეს ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, ეს არის სწორედ ის საქმე, რაც დიდწილად ევალებათ სწორედ ქართველ დიპლომატებს, რომ იზრუნონ და იფიქრონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა დამოუკიდებლობის გარანტი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.









