საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ლიეტუვას ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დარიუს ვიტკაუსკასსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის ურთიერთთანამშრომლობის დინამიკა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევები.
მხარეებმა აღნიშნეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მნიშვნელობა და ისაუბრეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე და არსებულ გამოწვევებზე.