რა უცნაურობაა, მიტინგი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და ხელისუფლება ვის წინააღმდეგ გამოხატავს პროტესტს ქუჩაში დგომით? - ამის შესახებ იმუნოლოგ ალერგოლოგი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ნეტავ კიდევ რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაუტარებია მიტინგი მთავრობას? რა უცნაურობაა, მიტინგი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და ხელისუფლება ვის წინააღმდეგ გამოხატავს პროტესტს ქუჩაში დგომით? იმათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავს? როგორ აბსურდულად ჟღერს.

და წინა დღეებში თუ უნდოდათ რეგიონებში მცხოვრებლებს პროტესტის გამოხატვა, მათ რატომ არ დაეხმარა მთავრობა ტრანსპორტირებაში? მათი მთავრობა არ არის? ან ეს სცენა რომ დამონტაჟდა, გუშინდელი აქციის მონაწილეებს რატომ არ ჰქონდათ მისი გამოყენების უფლება? რადგან იქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მესიჯები უნდა გაჟღერებულიყო, იმიტომ? რანაირი ლოგიკაა?" - წერს მაია ბუწაშვილი.

შეგახსენებთ:

პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს  საქართველოს პარლამენტიმა  პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღ

რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..

საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს . 

აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ  მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

ცნობისთვის,  2024 წლის 3 აპრილს,  საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო   რაც დღემდე გრძელდება