საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკავშირებით მოღალატეობრივი და ჯაშუშური უწოდა.

„ეს არის მოღალატეობრივი და ჯაშუშური განაცხადი თინა ბოკუჩავასი, რომელიც გამოირჩევა აგრესიით საკუთარი სამშობლოსა და ხალხის მიმართ. ეს არის მისი შურისძიება იმ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 26 ოქტომბერს ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“ , - აღნიშნა მაია ბითაძემ.