ის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან კმაყოფილები “ ქართული ოცნებით” მათაც არ სურთ ამ ქვეყანაში არეულობა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რევოულციებს რაც არ უნდა მშვიდობიანი იყოს ის, რა შედეგები მოაქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის ეს ჩვენს ზურგზე გვაქვს გამოცდილი დაწყებული ჩვენი ბავშვობიდან, ასე რომ მათი ამორჩევლის უმრავლეაობასაც არ უნდა აქ ძალადობა,- ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ განაცხადა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

მაია ბითაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები თვითდაპატიმრებით ძალიან დიდ რისკზე წავიდნენ, რამდენადაც მათ დადასტურებული იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა.

“ამიტომ იყო აქ ზუსტად ისინი ვერ ამბობდნენ და ბუნდოვანებაში შეიყვანეს თავისი ამომრჩეველი, გაურკვეველია რისთვის მიიყვანეს და მეორე საკითხია თვითონაც იყვნენ გაუგებრობაში ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა რისკზე წავიდნენ და ერთია რომ ჩვენ თვითდაპატიმრებების ძალიან დიდი სერია გვქონდა და აქ უკვე თვითდაპატიმრების არა 6 და 7-თვიანი განზომილება გვაქვს, არამედ აქ პრაქტიკულად 9-წლიან სასჯელზე წავიდნენ და ყველა დარწმუნებულები ვართ, რომ არცერთი მათგანი თავს არ გაწირავდა, თუ მათ არ ექნებოდათ იმის დადასტურებული იმედი, რომ სადღაც რაღაც ტერორისტული აქტები განხორციელდებოდა. აქ არიყო რეალურად ხალხის რაოდენობაზე გათვლა, რეალურად ეს ხალხიც მოატყუეს, ისევე როგორც ატყუებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში და სხვათაშორის, დღესაც ატყუებენ მათი მედიასაუალებებით, 20%-ით და რაღაცებით მანიპულირებენ. კვლავ აგრძელებენ ამ ხალხის მოტყუებას”, - განაცხადა მაია ბითაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მიერ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე ბრალდებულ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

ცნობისთვის, შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 5 ოქტომბერს დააკავა

შეგახსენებთ, მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ გადაინაცვლეს აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციისკენ, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.  დაშავდა 14 პოლიციელი. ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია.