"ქართულ ოცნებას" ჰყავს ერთპარტიული პარლამენტი და ე.წ. კანონის მოღება არ იქნება რთული, მაგრამ მეორე არის ჩვენი მხრიდან რა ნაბიჯები იქნება გადადგმული." - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ლევან სანიკიძემ

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარტია არ არის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, ეს არის იდეა, ადამიანები, რომლებიც ქმნიან ყოველდღიურად ივანიშვილის წინააღმდეგ მოძრაობას და 2012 წლიდან დღემდე ებრძვიან ივანიშვილს, რომელიც ცდილობს ამ ქვეყნის რუსიფიკაციას. აქედან გამომდინარე, ჩვენ არანაირი შიში არ გვაქვს არაფრის და ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას”, გააგრძელებენ ბრძოლას ქართული სახელმწიფოსთვის და ეს ივანიშვილისთვის მაინც ძალიან ძვირი დაუჯდება, განსაკუთრებით საერთაშორისო მიმართულებით, რადგან პარტიებს და კონკურენტებს ძლიერები არ კრძალავენ, ეს არის სისუსტის ნიშანი.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ