2019 წლის 20 ივნისს ადამიანებმა დაკარგეს თვალისჩინი, მიიღეს უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სრულფასოვანი გამოძიება ეს არ უნდა იყოს ივანიშვილის ხელით გამოძიებული, არც ჩემი ხელით, ეს უნდა გამოიძიოს რეფორმის შემდგომ სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ.” - განაცხადა
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან სანიკიძემ
“20 ივნისს ადამიანებმა თვალისჩინი დაკარგეს, უმძიმესი ფიზიკური დაზიანებები მიიღეს და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველი აქცია, პირველი პროდასავლური აქცია, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ დაარბიეს ამ ქვეყანაში, აქედან იწყება ჩემთვის თარიღების ათვლა და ამის გაგრძელება ჩვენ ვნახეთ 28 ნოემბრიდან, სადაც ყველა დღე 20 ივნისი იყო რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სრულფასოვანი გამოძიება და არც მოქმედი თუ ყოფილი “ოცნების” მაღალჩინოსნები ამ პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ივანიშვილის ხელით გამოძიებული, არც ჩემი ხელით, ეს უნდა გამოიძიოს რეფორმის შემდგომ სამართლიანმა სასამართლომ და პროკურატურამ. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ჯიბის სასამართლოს და პროკურატურის ეპოქა უნდა დასრულდეს.” - განაცხადა ლევან სანიკიძემ