შვედეთის პრემიერ-მინისტრი ერთს ამბობს, მისი მეორე მინისტრი მეორეს ამბობს, თავად ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რას ითხოვენ, თუ არ არის ქორწინება სავალდებულო, მაშინ ჩვენგან რატომ ითხოვენ „ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის თქმითვე, „თუ არაფერ შუაშია და ყველა წევრმა ქვეყანამ თავად უნდა განსაზღვროს, თავად უნდა გადაწყვიტოს ამ საკითხების რეგულირება, მაშინ რა უნდათ საქართველოსგან, რატომ გადადგეს ეს ქვეყანა და რატომ აზიანებენ სხვადასხვა ფორმით“.

„სამწუხაროა, რომ წლიდან წლამდე არათუ უფრო მკაფიო ხდება გაწევრიანების პროცედურები, სტანდარტები და წესები, არამედ უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება და ბევრი ქვეყანა ამ საკითხს იყენებს პოლიტიკურ იარაღად და პოლიტიკურ შანტაჟად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.