მსოფლიო იცვლება. იცვლება ბევრისთვის წარმოუდგენლად, მიუღებლად, ამორალურად. თუმცა, ასეთი დაუნდობელია გლობალური პოლიტიკა. მასში არაა პოლიტიკური შარლატანების ადგილი. ერთი გაუთვლელი ნაბიჯი და ისე გაქრება სახელმწიფო დედამიწის ზურგიდან, შეშფოთებასაც არავინ გამოხატავს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ამ რთულ გარემოში ჩვენ ვერ დავრჩებით პასიური დამკვირვებლები. დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე. ამიტომ დიახ, მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარით სახელმწიფოს ამ ერთადერთი იარაღის დაგდებას აიძულებდა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და ქართველ დიპლომატებს მივცეთ საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ეს ის ერთადერთი ვარსკვლავია, რომელზე სწორებაც გაგვიყვანს სამშვიდობოს. სხვა ყველა სამიზნე, სხვა ყველა ვარსკვლავი შეიძლება ჩვენს ქვეყანას ძვირად დაუჯდეს“, -განაცხადა ლევან მახაშვილმა.