არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია, დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებას, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა დაელოდონ ფორმალური პროცედურების დასრულებას, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ პარტიის მიერ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე იქნება დასახელებული.
„რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს. მეც მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა, რათა ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყოს მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია, დაველოდოთ საბოლოოდ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს.
დაველოდოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. ვიდრე ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, ბატონ კახი კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად. ამიტომ, დღევანდელი მდგომარეობით, დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, მე მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდებოდი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.