ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებად შანტაჟისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე საუბრისას.
მისი თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„კი, ძალიან ირაციონალურად მოქმედებენ, არაპროგნოზირებადები არიან, თუმცა მე მგონია, რომ იმდენი ცოდნა მაინც დაუგროვდათ, რომ ასეთი შანტაჟის მექანიზმი ხელიდან არ უნდა გაუშვან, მითუმეტეს არასაარჩევნო წელს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნაკლებად სავარაუდო. ისინი რაზეც საუბრობენ, რომ უნდა მოხდეს ხალხის სეგრეგაცია, ამითაც ადასტურებენ თავიანთ აცდენილ დამოკიდებულებას ევროპულ ღირებულებებთან.
ეს რომ იყოს საარჩევნო წელი უფრო სავარაუდო იქნებოდა, ვინაიდან ისინი ატარებენ რადიკალური ოპოზიციის ნაცვლად წინასაარჩევნო კამპანიას და არჩევნებისვის ეს იქნებოდა მათთვის სერიოზული კოზირი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.









