პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

„ქალბატონი რასა გამოირჩევა ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, მისი კომენტარები ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა. ზოგადად მახსენდება, ევროპარლამენტში როდესაც საქართველოს შესახებ დებატები იყო, ევროპარლამენტარებმა მიიწვიეს ყორშია, ბუღაძე, გიგაური, ლომჯარია. შესაბამისად, ის ცირკი, რაც მაგ დროს დადგეს, გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისათვის: ევროპარლამენტში, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი მიკერძოებული ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტმა, რომელიც ქვეყნის დასანქცირებასა და უვიზო მიმოსვლის გაუქმებას ითხოვს, თავად ევროდეპუტატებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ავტორს დარბაზშივე უთხრეს, რომ მისი ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა უხეში და დაუშვებელი ჩარევა სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში.