„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ისეთ მოღალატეობრივ ჩანაწერს, სადაც წერია, რომ მათვე შეუქმნეს რუსეთს სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ აგრესია განეხორციელებინა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

"სწორედ ჩვენ მოვუგეთ რუსეთს პროცესი სტრასბურგსა და ჰააგაში, სადაც რუსეთს ოკუპანტი დაერქვა. ბევრი კითხვა ისმის, რატომ იწყება ეს გამოძიება ახლა?! ამის მთავარი მიზეზია, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება.

ჩვენ შეგვეძლო ეს ყველაფერი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაგვეწყო, თუმცა ჯერ ჩვენ ეს პროცესები გვქონდა მოსაგები იმისათვის, რომ ყველანაირი რისკი გადაგვეზღვია ჩვენი სამხედროებისთვის, რომ არავის დაჰბრალებოდა ტყუილად ომის დანაშაული, ადამიანის უფლებების დარღვევა და ა.შ. ამიტომ, როდესაც ჩვენ ყველა ეს რისკი გადავაზღვიეთ, სწორედ მაგიტომ დადგა მომენტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჯაროდ, სასამართლოს წინაშე ამ კითხვებს პასუხები გასცეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა "ქრონიკასთან".