საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან.მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებების მიუხედავად, პარტიაში რეალურად არაფერი იცვლება.

„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მობეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ. „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ჟორჟოლიანი იქნება თავმჯდომარე თუ ბოკუჩავა, აბსოლუტურად არაფერი იცვლება მათთვის“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში „რადიკალური ცვლილებები“ დააანონსა. როგორც სააკაშვილმა დაწერა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდება.