ბაჩო ახალაია ერთ-ერთი მთავარი ჯალათია იმ სისტემის, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ, თუ რამდენად საშიშ ძალასთან აქვთ საქმე.
„ბაჩო ახალაია ამ ვიდეოში ისეთი მშვიდი სახით საუბრობს, ანგელოზი გეგონება. ერთ-ერთი მთავარი ჯალათია იმ სისტემის, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული ადამიანების წამებაში. რა ხდებოდა ციხეებში, ეს კარგად მოგეხსენებათ, სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული. როდესაც ასეთი არაადამიანი, ასეთი მშვიდი ტონალობით საუბრობს და ვარდისფერ ფერებში ხატავს იმდროინდელ რეჟიმს, კიდევ უნდა დაფიქრდნენ ჩვენი მოქალაქეები, რამდენად საშიშ ძალასთან გვაქვს საქმე. მათ რომ ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაუვარდეთ, იმაზე უარესს დაატრიალებენ, ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.






