„აშშ-მ ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა, გაგრძელება იქნება. სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან.”  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს. ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი. მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6 - დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა.  ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს ? დიახ, დიახ ასე იქნება და არის ! სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან.” - წერს ლევან ხაბეიშვილი "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა