„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას მანიფესტის შესაბამისად. 20 ადამიანი დაემატება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს და მე მინდა კიდევ ერთი ღია განცხადება გავაკეთო - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის კარი რჩება ღია.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა
„გამარჯვების კოალიციის“, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად, ვგულისხმობ „ერთობის მანიფესტს“, რომელმაც თქვა, რომ ის ჩაერთვება პოლიტსაბჭოს ფორმირებაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს უპასუხა ამ ინიციატივას, რომელიც ეხებოდა პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას მანიფესტის შესაბამისად.
ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დამარცხება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ სამშვიდობოს გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა და საბოლოოდ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსი, ამ იდეალებზე, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს და ღირებულებებს ვინც იზიარებს, იმ ადამიანებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს კარი არის ღია.
მე მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით დაემატებიან პოლიტიკურ საბჭოს და დღეიდან იმ მანდატით იმოქმედებენ, რითაც მოქმედებენ პოლიტიკური საბჭოს წევრები და შემდეგ ყრილობაზე უკვე გაფორმდება ოფიციალურად. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყველამ ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში, მათ შორის პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებიც ირიცხებოდნენ წინა პოლიტიკურ საბჭოში და ამ პოლიტიკურ საბჭოს არ წარმოადგენდნენ, დღეიდან ეს ადამიანები იქნებიან პოლიტიკური საბჭოს წევრები და ცხადია, ცხარე დისკუსია გაგრძელდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ასევე, არიან ახალი ადამიანები, რომლებიც პირველად შემოდგამენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოჯახში ფეხს და მე მივესალმები თითოეულ მათგანს. ბევრს არ გავაგრძელებ, ჩამოგითვლით კონკრეტულ ადამიანებს, ვინც დღეის მდგომარეობით გააფართოებს და გააძლიერებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს. ესენი არიან - ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე, ირაკლი გიორგობიანი. 20 ადამიანი დაემატება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს დღეს და მე მინდა კიდევ ერთი ღია განცხადება გავაკეთო - ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წინა მოწვევის პოლიტსაბჭოს წევრისთვის კარი რჩება ღია და მე მინდა მოვუწოდო თითოეულ მათგანს - ჩემო ძვირფასებო, ყველანაირი პირადული უნდა დაივიწყოს ყველამ, ყველამ ხელი უნდა ჩავკიდოთ ერთმანეთს, მანიფესტის შესაბამისად, პრეზიდენტის სააკაშვილის ინიციატივის შესაბამისად და ვიბრძოლოთ ერთად, ამიტომ კონკრეტული ადამიანები, ვინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთობა მნიშვნელოვანია, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთავარი და შემოუერთდებიან ერთობის მანიფესტს, ყოფილ პოლიტსაბჭოს წევრებს ვგულისხმობ, ეს კარი რჩება ღია. მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით, ერთმანეთთან კომუნიკაცია არავის არ უჭირს, მათ შორის ჩვენ გავაგრძელებთ ამ ადამიანებთან კონსულტაციას და შემდეგ ყრილობამდე მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭო კიდევ უფრო გაფართოვდება.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ყრილობისთვის ეს საკითხები უკვე აღარ განიხილება და იქნება აბსოლუტურად დახურული. ჩვენ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის, „რუსული ოცნების“ წინააღმდეგ გამარჯვებას, მე მინდა ამ ადამიანებს გადავუხადო მადლობა.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა