"გუშინ მთელი დღე ხორეთში გავატარეთ.  სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს, ხალხი და მათ შორის ხანში შესული ადამიანები მდინარეზე გადმოდიან ფეხით. მოვითხოვე სასწრაფოდ დროებითი ხიდის მოწყობა, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ არავინ მუშაობდა ადგილზე." - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

"სამაგიეროდ მას შემდეგ, რაც ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ დღეს მუშაობა დაიწყეს. შესაძლებელი ყოფილა ? გავაკონტროლებთ, სანამ რუსულ პარტიას გიწევთ ხელისუფლებაში ყოფნა რამდენად ხარისხიანად და სწრაფად იმუშავებთ და შემდეგ ჩვენ მივხედავთ ჩვენს ხალხს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.