"ივანიშვილი მოსკოვის დაკვეთას ელოდება ფარცხალაძის წინააღმდეგ ფორმალური საქმის აღძვრაზე, თუმცა საკუთარი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად მზად არის, გაწიროს გომელაური და ლილუაშვილიც".

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, ოთარ ფარცხალაძეზე საქმის აღსაძვრელად.

„ივანიშვილი რუსულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომ ფარცხალაძეზე საქმე აღძრას ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან დაკავშირებით. ცხადია, პატრონების გარეშე ვერ წყვეტს და შესაბამისად, ელოდება დასტურს. წარმოება იქნება ფორმალური და ცხადია, რომანოვს არავინ გადმოსცემს. სამაგიეროდ, დაზარალებულს ივანიშვილი გაუგზავნის „მესიჯს“, რომ ის ყველაფერს აკეთებს მკვლელების, დამკვეთებისა და შემსრულებლების დასასჯელად.

ამ საქმის მფარველობისთვის, ხელშეწყობისთვის და შემდეგ უმოქმედობისთვის ივანიშვილს გამზადებული აქვს ლილუაშვილ-გომელაურის „თავი“. ფარცხალაძის გარდა, საჭიროა კიდევ მინიმუმ ერთი მაღალჩინოსანი, ვისთანაც საქმე „ლაგდებოდა“. ივანიშვილს მოუწევს ხელი დაადოს, შეაწმინდოს გრიგოლ ლილუაშვილს. რამდენიმე ჩემი საჯარო განცხადების გამო ჯუანშერი, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი ციხეს გადაურჩა (დროებით).

ხელისუფლებას არ სურს კიდევ მსხვილი „დამთხვევები“, რა ვქნა გრიგოლ?! რამდენიმე კვირას კიდევ გაჩუქებ თავისუფლებაზე. ამ განცხადების შემდეგ ცოტა ხანს ხელს არავინ გახლებს. შეგიძლია მადლობის წერილი მალულად, ფოსტით გამომიგზავნო“, – წერს ხაბეიშვილი.