გურჯაანში მერისგან ჩავიბარე ანგარიში, მან მიიღო კონკრეტული დავალებები და ჩვენ ამის მონიტორინგს განვახორციელებთ. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გურჯაანელების პრობლემა აყვანილი ჰყავს პირად კონტროლზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„გურჯაანში მოხდა სტიქია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფად დახმარება. ვხედავთ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ ხელისუფლება სწრაფად არ რეაგირებს, ამიტომ მერისგან ჩავიბარე ანგარიში, მერმა მიიღო კონკრეტული დავალებები და ჩვენ ამის მონიტორინგს განვახორციელებთ, რომ ხალხის ბიუჯეტი მოხმარდეს ხალხს. დიახ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გურჯაანელების პრობლემა აყვანილი ჰყავს პირად კონტროლზე. ყველა ჯერზე,სანამ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრება, დიახ, ვიქნებით გურჯაანში, შევაწუხებთ ადგილობრივ ხელისუფლებასაც, შევაწუხებთ ცენტრალურ ხელისუფლებასაც და უზრუნველყოფთ საქმის მონიტორინგს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.