ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც აქციაზე დაშავებულთა დიდი ნაწილი მკურნალობს, დღეს სახალხო დამცველი იმყოფებოდა.
ლევან იოსელიანის თქმით, თითქმის ყველა დაშავებულს დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში.
ამასთან, ომბუდსმენი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები.
“მოვინახულე ყველა დაზარალებული, რომლებიც არიან პალატებში. ერთზე მითხრეს, რომ არის რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება ოპერაცია. სხვას ყველას ვესაუბრე. თითქმის ყველას დაზიანება აქვს სახისა და თავის არეში, შესაბამისად, ნათელია, რომ ამ შემთხვევაში ძალადობას ადგილი ჰქონდა თავის არეში. დაკავებულების შესახებ, უკვე ოთხი დღეა, ვავრცელებთ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტურად გამოიძიოს საქმეები. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შსს-ს, უარი თქვას ადამიანების ასეთი მეთოდებით დაკავებაზე,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.