ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე სწორი იქნება, სააკაშვილს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება მიეცეს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
"საზოგადოებას რომ სჯეროდეს, ამ კადრების ნახვის შემდეგ, რომ სააკაშვილი კვდება, მაშინ მას ჯანსაღი რეაქცია ექნებოდა, გამოვიდოდა და გააპროტესტებდა ამ ყველაფერს. ამიტომ მგონია, რომ ეს დამაჯერებელი არ არის, ეს ასე რომ იყოს, ხალხმრავალ გამოსვლებს ვნახავდით ქუჩაში, მისი მხარდამჭერების 10 პროცენტი მაინც ხომ უნდა გამოვიდეს? ვფიქრობ, ეს უფრო დამაჯერებელია ქვეყნის გარეთ. ევროპარლამენტში ვხედავთ რეზოლუციას, ვნახეთ გადახდილი თანხაც, რაც ამ კამპანიას ემსახურება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რადგან ეს ადამიანი ამბობს, რომ არ აქვს საშუალება მიიღოს მკურნალობა საქართველოში, რაც სჭირდება, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე სწორი იქნება მიეცეს სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება", - განაცხადა იოსელიანმა.