"შსს-მ ცინიკურად საქმე აღძრა სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა. მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამ მუხლით დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა, შსს-ს განცხადებაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დარბევასთან დაკავშირებით
"გვინდა გამოვეხმაუროთ შსს-ს ცინიკურ განცხადებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისზე დღეს ღამე განხორციელებულ ბანდიტურ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თავდასხმაზე. შსს-მ საქმე აღძრა ცინიკურად სხვისი ქონების დაზიანების მუხლით და ამაში ცხადად ჩანს, რომ შსს არის რეალური მფარველი ასეთი ბანდიტური ჯგუფებისა, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ატერორებენ საქართველოს საზოგადოებას. მოვუწოდებთ შსს-ს გადაშალოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნახონ 225-ე მუხლი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისათვის წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა. ფაქტია, რომ მთელი შემადგენლობა სისხლის სამართლის ეს მუხლი არის განხორციელებული გუშინდელ ღამის თავდასხმის ფაქტში განხორციელებული ამიტომ, შსს-მ ამ მუხლით უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და სასჯელი ამ მუხლზე არის 6-დან 9 წლამდე, რაც რეალურად იქნება პოლიტიკური ნება იმისა, რომ მათ მართლა სურთ ამ საქმის გამოძიება“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა,
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი