განუზომელია ქართველი ხალხის ტკივილი თქვენი უდიდესი ტკივილის გამო ბატონო იაკობ და ქალბატონო მარინა, ჩვენო ძვირფასო ქართველო ებრაელებო. - წერს საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში.
ახლა, აშკელონის სამხედრო სასაფლაოზე გამოვემშვიდობეთ კიდევ ერთ ქართველ-ებრაელ ვაჟკაცს, მიხეილ მოშიაშვილს. მიხეილი მისი ძმის, 2012 წელს ბრძოლის დროს დაღუპული, იონათანის გვერდით დაიკრძალა. განუზომელია ქართველი ხალხის ტკივილი თქვენი უდიდესი ტკივილის გამო ბატონო იაკობ და ქალბატონო მარინა, ჩვენო ძვირფასო ქართველო ებრაელებო.
ასეთი მწუხარების დღეებში, თითქოს ვიფიტებით და საკუთარ უძლურებას ვგრძნობთ. სიტყვებიც თითქოს ძალას კარგავენ. სიტყვა “შალომის” მნიშვნელობას კი, მთელი სიგრძე-სიგანით და სიღრმისეული მნიშვნელობით ვიაზრებთ. ისრაელის დიდი მეფე დავითის სიტყვები მიტრიალებს გონებაში:“უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”!
მჯერა, ასეც იქნება - გაივლის ეს ტკივილგაუნელებელი მძიმე პერიოდი და კვლავ ძლიერად გავაგრძელებთ ცხივრებას ერთად! შაბათ შალომს გისურვებთ ისრაელის ერო.