30 აპრილს, თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ ადგილობრივი მოსახლეობასთან ერთად ბრიფინგი გამართა. სადაც ისაუბრა კოტე აფხაზის ქუჩაზე, საფრთხის შემცველ მშენებლობაზე, რომელიც მომიჯნავედ თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის სახლებს აზიანებს.
,,თბილისის მერის, კახი კალაძის მენეჯმენტის კიდევ ერთი სავარაუდო კორუფციული ინტერესით ნაკარნახევი ბარბაროსობა და ვანდალიზმიისტორიული თბილისის შუაგულში, რომელსაც ეწირება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა. სამშენებლო ნებართვა გაცემულია ,,ქართული ოცნების’’ შემომწირველთან დაკავშირებულ კომპანიაზე, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება და მომიჯნავე შენობების გამაგრების ნაცვლად, ურბანული კატასტროფა მოაწყო. მართალია სასამართლომ დრობითი შეაჩერა მშენებლობა, თუმცა გადაუდებლად აუცილებელია მომიჯნავე სახლებიდან მოსახლეობის გაყვანა, შენობის გამაგრება ან დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალური საფრთხეა ნგრევის. თბილისის მერიის მავნებლობას, გულგრილობას და დაუდევრობას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს’’ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს,რომ მათ არაერთხელ მიმართეს თბილისის მერიას ცხელ ხაზზე, თუმცა მუნიციპალიტეტის ინსპექციას სამშენებლო დარღვევებზე რეაგირება არ მოუხდენია. შპს ,,ძველი ქუჩა 2010’’ ის მიერ წარმოებულ სამშენებლო სამუშაოების გამო მთლიანად ამორტიზირებული და ჩავარდნილია ხანძთელის ქუჩის საავტომობილო გზა, დამსკდარია მომიჯნავე შენობების საყრდენი კედლები. ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ მშენებლობა დროებით შეაჩერა.