"ქართული ოცნება" დაანონსებული საკანონმდებლო პაკეტის საკომიტეტო განხილვა მიმდინარე კვირას იწყება. საუბარია ამერიკული FARA-ს ზუსტ ანალოგსა და მედიის კანონის ბრიტანულ მოდელზე.

საკანონმდებლო პაკეტში შედის ასევე ცვლილება, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სიახლე ქვეყნისთვის მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება.  

"FARA ყველაზე კარგად უზრუნველყოფს უცხოურ ჩარევებს ნებისმიერ ქვეყანაში და ასეთი სტანდარტი არის ყველაზე კარგი. სწორედ FARA, საუკუნეა, უზრუნველყოფს ამერიკის დაცვას გარე ჩარევებისგან.

რაც შეეხება მედია სტანდარტებს, აქაც ჩვენ ვხედავთ იმ ჰიბრიდული ომის არაერთ მაგალითს, საინფორმაციო ომს, დეზინფორმაციულ ნიაღვარს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ზოგადად, დეზინფორმაციასთან ბრძოლა იცით თქვენ, რომ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ხდება მნიშვნელოვანი", - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.