პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო ბოჟაძის შეფასებით, "ნიკა გილაური თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან და აღმოჩნდა, რომ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში."
"FARA-ს დამსახურებით გავიგეთ, რომ სააკაშვილის პენსიონერმა დედამ ლობისტურ კომპანიებში მილიონი დოლარი გადაიხადა. შემდეგ ქართული ჯარის გამძარცველმა დავით
კეზერაშვილმა 500 000 დოლარი გადაიხადა და ახლა აღმოჩნდა, რომ ნიკა გილაური, რომელიც თითქოს შორს იდგა პოლიტიკისგან, არ აფინანსებდა რადიკალურ ოპოზიციას და მისი საქმიანობა მხოლოდ ქველმოქმედებით შემოიფარგლებოდა, 600 000-დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიასთან, რათა ამერიკაში მოხდეს მათი საქმიანობის, მათ შორის, პოლიტიკური საქმიანობის გავრცელება.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ნიკა გილაური რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად ასევე ჩართულია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაფინანსებას და რესურსებს, რომლებიც მათ აქვთ, უანგაროდ ხარჯავენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.