გაუგებარი განცხადებები მას ახასიათებს ხოლმე, მაგრამ იმედია, ის უკადრებელს არ იკადრებს რაღაცებში და პრინციპებს აჩვენებს. ამის იმედი მაინც მაქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„რაღაცების დაკონკრეტება არ მინდა, მაგრამ მე ზოგადად იმედს დავიტოვებ, რომ ყველაფრის მიუხედავად (ბევრი ინფორმაცია გვაქვს), საბოლოო ჯამში, კრიტიკულ მომენტებში ის მაინც დაიკავებს სახელმწიფოებრივ პოზიციას. რა თქმა უნდა, ბოლო მისი გამოსვლა ამ იმედს ცოტა აფერმკრთალებს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი პირდაპირ ჩაერთო კანდიდატის [სტატუსის მიღების] საწინააღმდეგო კამპანიაში. პირდაპირ თქვა, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს, როცა ევროკავშირმა თვითონ აღიარა, რომ ვიმსახურებდით, ქულებით აღიარა. ამის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ შარშან არ ვიმსახურებდით კანდიდატის სტატუსს და წელსაც არ ვიმსახურებთ - ეს თქვა, იმიტომ, რომ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო, ეს რიტორიკა იყო. როცა ასეთი რიტორიკა გესმის, ოპტიმიზმი მცირდება, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ კრიტიკულ მომენტებში ის მაინც სახელმწიფოებრივ პოზიციას დაიკავებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.