"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე კიევის ოლქში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა..
"წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ტრაგედია მოხდა. ჩემი სამძიმარი დენის მონასტირსკის და ევგენი ენინის ოჯახებს. კარგი ადამიანები, პროფესიონალები და უკრაინის პატრიოტები. ძალიან მძიმეა, ძალიან ვწუხვარ" - წერს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ: კიევის ოქლში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ასე დაღუპულია დენის მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული. აქედან 2 ბავშვია. მედიის ცნობით, დაღუპული 9 პირი ვერტმფრენში იმყოფებოდა.