პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდანვე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.

"ჩვენ ძირითადად გვაინტერესებს მოგება 26 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს არჩევანი იქნება ძალიან მკაფიო. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ მეორე დღიდანვე დავიწყოთ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.