საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი მივიდეს და მათ არჩევანი გააკეთონ.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს, როგორ მიაჩნია, რამდენად დემოკრატიულად წარიმართება საქართველოში 2024 წლის არჩევნები.
კელი დეგნანის თქმით, არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩევლებმა თავიანთი ხმა დააფიქსირონ.
„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის, მივიდნენ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებზე და მისცენ ხმა. ასე რომ, იმედი მაქვს, მომავალი წლის ოქტომბერში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.