„ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია და ვფიქრობ, ჯერ არ დასრულდება, გაგრძელდება, ჯერ საინტერესო და სახალისო სანახაობებს ვიხილავთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცხადია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს დაპირისპირება.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობისთვის. ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა რა ვერ გაიყვეს, არ ვიცი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პარტიაზე, ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება და როგორ იქნება, ვფიქრობ ეს არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.