თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.
მისივე განმარტებით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.
„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა უმძიმესი დანაშაულია, თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“, - განაცხადა კახა კალაძემ.