"სანქციებს თუ დამიწესებენ მე, რა?! დავთმობ ქვეყნის ინტერესს?! ვიტყვი, აი, მოდით, წაიღეთ ქვეყანა და რაც გინდა აკეთეთ?! ხალხი ხედავ თუ რა ხდება რეალურად ე.წ. ოპოზიცია, რადიკალები რომ არიან, აგენტურა, არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ საზოგადოებაში." - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
"ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ გასცა შესაბამისი პასუხი. მიუჩინა ადგილი რასაც ისინი იმსახურებდნენ, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მთავარი. ვინ არის ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, ეს არის ქართველი ხალხი. შესაბამისად გარედან გაკეთებული განცხადებები, რომელიც გაჯერებულია სიცრუით, ტყუილით. პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა, რაც არაფრის მაქნისი არ არის.
რა ახლა? მე თუ დამემუქრებიან და სანქციას დამიწესებენ, ვეტყვი, მოდით, გითმობ ქვეყანას თუ?!..." - განაცხადა კახა კალაძემ.