თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა საკითხს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობის შესახებ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი თემის კომენტირებისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც სიმართლეს იტყვის.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ, რა ხდება, რა გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის. შეხედეთ რა ხდება, მსოფლიო შეიშალა, არის უსამართლობის პიკი და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.