"მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს  თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი."  - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ  მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების წარდგენისას განაცხადა. 

2017 წელს დაგვხვდა ძალიან ცუდი და მავნე პრაქტიკა, როდესაც ხდებოდა რეკრეაციული არეალების გასხვისება იმისთვის, რომ იქ სამშენებლო კუთხით, სხვადასხვა სამუშაო ჩატარებულიყო. ბევრი ტერიტორია იყო გასხვისებული. ჩვენ მთლიანად შევცვალეთ ის მძიმე პრაქტიკა, რომელიც ამ მიმართულებით არსებობდა. ჩვენ ბიზნესისა და ქალაქის აღმშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში, არ და ვერ მოხდება რეკრეაციული სივრცეების განადგურების, ტყის გაჩეხის, ჰაერის დაბინძურების ხარჯზე, რაც ძალიან ცუდი, დამკვიდრებული პრაქტიკა იყო.  

რა თქმა უნდა, ბიზნესი უნდა გავითარდეს, ქალაქი უნდა განაშენიანდეს ურბანულად სწორად, მაგრამ რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე, ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მომგებიანი პროექტები ზუსტად რომ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქს შევმატოთ მეტი გამწვანებული სივრცე. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი თუ სამშენებლო ნებართვის გაცემა, აუცილებლად ითვალისწინებს გამწვანების კომპონენტს, რაც ჩვენთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დღეს შემიძლია, თამამად დაგპირდეთ, რომ არ დაგზარდებით, არ დავიღლებით და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, ქალაქს, ჩვენს შვილებს და თუნდაც ჩვენს ოპონენტებს დავუტოვოთ ბევრად უფრო მოწესრიგებული გარემო, რადგან ეს ქალაქი ყველასია და არ წარმოადგენს ვინმეს პოლიტიკურ საკუთრებას. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად მოუაროს და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს ქალაქში, ეს სწორედ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა.არემოს დაცვის საქალაქო სამსახურს, „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, რომლებიც უვლიან გამწვანებულ ტერიტორიებს და ყოველდღიურად ალამაზებენ მათ.  მადლობა რაიონული გამგეობების თანამშრომლებს, ყველას, ვისაც თუნდაც პატარა წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქალაქის გამწვანებაში.  

რაც მთავარია, მადლობას ვუხდი თბილისელებს, რომლებიც კარგად ხედავენ იმ სასიკეთო ცვლილებებს, რაც ქალაქს  თვალნათლივ დაეტყო და თავიანთი მხარდაჭერით გვაძლევენ სტიმულს, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ, მეტად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი.  უამრავი ადამიანი შემხვედრია, ვინც ქვეყნიდან იყო გასული - ყველა საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორი გამწვანებულია დედაქალაქი და რამდენად მოვლილია იგი. მჯერა, 4 ოქტომბერს გაიმარჯვებს თბილისი. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. გამარჯვება და წარმატებები ჩვენს ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.