ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცებმა საარჩევნო კამპანიაში კონკრეტული რადიკალების მხარე დაიკავონ, - განაცხადა კახა კალაძემ, რითაც გამოეხმაურა „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტს.
„რაც შეეხება [ლგბტ] პროპაგანდას, კატეგორიულად მიუღებელია. ჩემთვის არ არსებობის განსხვავებული, ანუ როგორც თავად ამბობენ უმცირესობის წარმომადგენლები, ჩვენ ყველა ერთნი ვართ. სახელმწიფო კანონის ფარგლებში ყველას უფლებებს დაიცავს. ეს განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ ვიღაცებმა საარჩევნო კამპანიაში კონკრეტული რადიკალების მხარე დაიკავონ“, - აღნიშნა კალაძემ.
ჯიმ ო’ ბრაიენი შეშფოთებას გამოთქვამს „ოჯახური ღირებულებებისა და არა სრულწლოვანთა დაცვის“ კანონის გამო და აცხადებს, რომ ამერიკა ყოველთვის ხმას აიმაღლებს ადამიანის უფლებების დასაცავად.