ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება.
"ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი აბიტურიენტები ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადიან, როცა უნდა დაადასტურონ ცოდნა და უნარები, რაც მათ კარს გაუხსნის უმაღლესი განათლებისკენ.
ჩვენი მომავალი თაობის ყველაზე მძლავრი იარაღი სწორედ განათლებაა, ამიტომ, მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და საქართველოს, რადგან ქვეყნის განვითარება განათლებულ და ჯანსაღ მომავალ თაობას შეუძლია"- წერს კახა კალაძე.