საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, რომ ჩვენ მითითებები მოგვცენ, ბრძანებები გასცენ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს. ეს არის ის, რითაც ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იამაყონ. რა თქმა უნდა, ჩვენ დამოუკიდებლობას დავიცავთ. - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ. შესაბამისად, ის დამოკიდებულება, რომელიც აქვს ზოგიერთ ბიუროკრატს - რაღაც სისულელეს რომ იტყვიან, თითქოს ეს სრული ჭეშმარიტებაა და აუცილებლად უნდა ავიტაცოთ, კატეგორიულად მიუღებელია. კეთილი ინებონ და პატივი სცენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.